სკანდალი: სომეხი ძალოსანი ქალი მამაკაცი აღმოჩნდა

  • რეზონანსი
  • 17 თებერვალი 11:13

სკანდალში გაეხვა სომხეთის ძალოსანთა ნაკრები, რის გამოც, სომხეთის ეროვნული გუნდი, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოიხსნას.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, სომხეთის ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრი, მელინა დილაზიანი სინამდვილეში მამაკაცი აღმოჩნდა.


ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სომეხი სპორტსმენები 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას ვერ შეძლებენ.


სომეხი ძალოსანი, მელინა დილაზიანი ევროპის ორგზის და სომხეთის მრავალგზის ჩემპიონია. მან თავად აღიარა, რომ მამაკაცია და მისი ნამდვილი სახელი და გვარი მილომ დილაზიანია. სპორტსმენი ბოდიშს უხდის ყველა სპორტსმენსა და გულშემატკივარს და ინციდენტსა და გაყალბებაში თავის მწვრთნელს ადანაშაულებს. დილაზიანის განცხადებით, ის მწვრთნელმა აიძულა, რომ სქესი "შეეცვალა" და თავი ქალად გაესაღებინა.

წყარო: რეზონანსი