საფრანგეთში ქართული მაფიის ორი დაჯგუფება დააკავეს

  • რეზონანსი
  • 17 თებერვალი 11:12

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, საფრანგეთში, კერძოდ კი რონ ალპში, ქართული მაფიის ორი სხვადასხვა ჯგუფი დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა 20minutes.fr ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლიციას წელიწადნახევარი დასჭირდა ბანდის წევრების დასაკავებლად. ერთი ნაწილი 2018 წლის დეკემბერში აიყვანეს, მეორე კი რამდენიმე დღის წინ. საუბარია სულ 8 ადამიანზე. მედიის ცნობით, მათ უკვე შეეფარდათ პატიმრობა, ფაილები მათი საქმეების შესახებ კი ინტერპოლს გადაეცა.

წყარო: რეზონანსი