რომელი რიცხვი და დღეა ყველაზე წარმატებული ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნისთვის და რისი ტარება გააორმაგებს იღბალს

  • თბილისელები
  • 16 თებერვალი 17:14

ზოდიაქოს ყველა ნიშანს შესაბამისი თილისმა აქვს, რომელიც სიცოცხლის ენერგიას მატებს. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, სისუსტეს გრძნობთ და ფიქრობთ, რომ საქმეები ცუდად მიგდით, კარგი იქნება, თუ თილისმას ატარებთ.

ასევე, გაითვალისწინებთ იღბლიან რიცხვებს და კვირის დღეებს.
ვერძი – მისი თილისმაა რკინა. შეგიძლიათ ოქროს ან ლითონის სამკაული ატაროთ. სასურველი ფიგურებია: ისარი, ურო ან დაშნა. თუ თავის ტკივილები გაწუხებთ ან არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რომელიც გაინტერესებთ, უბრალოდ, დაწექით და შუბლზე ოქროს რაიმე ნივთი დაიდეთ.


იღბლიანი რიცხვები: 4, 7, 9, 11.
იღბლიანი დღეები: ორშაბათი, კვირა.


კურო – ამაყი და ვნებიანი პერიოდულად სიმშვიდეს და დასვენებას საჭიროებს. კუროს თილისმაა ბუ. ბუ შეიძლება დამზადებული იყოს ქვისგან ან ხისგან. ასევე, კუროების თილისმად შეიძლება ჩაითვალოს საფირონი და ფირუზი.
იღბლიანი რიცხვები: 2, 4, 16, 6.
იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი.
ტყუპები – მათი თილისმა გახლავთ ჯაჭვზე ჩამოკიდებული პატარა, ვერცხლის გასაღები. ეს სიმბოლო დაგეხმარებათ, გაუძლოთ ნებისმიერ გამოწვევას და გახსნას თქვენი საუკეთესო თვისებები. ტყუპების სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს, ასევე, ხელი, ნიღაბი და ვარსკვლავი. უმჯობესია, თუ წითელ ან პერლამუტრის ფერებს აირჩევთ.
იღბლიანი რიცხვები: 3, 5.
იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, კვირა.
კირჩხიბი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ისეთივე მარტოსულები და იდუმალები არიან, როგორიც მთვარე. ამიტომ, სწორედ, მთვარის გამოსახულება გახლავთ მათთვის საუკეთესო თილისმა. საუკეთესო ლითონი ვერცხლია. სასურველია, თუ ვერცხლის კულონში ცივი ფერების გამჭვირვალე ქვები იქნება ჩასმული. თილისმად ასევე გამოდგება: შროშანი, სპილო, ლოტოსი ან, უბრალოდ, მარგალიტის მძივი.
იღბლიანი რიცხვები: 2, 4, 8.
იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი.
ლომი – მათ მოცულობითი და მსხვილი სამკაული უხდებათ. უმჯობესია, გულთან ახლოს მდებარეობდეს. ყველაზე იღბლიანი თილისმა ოქროს მონეტა ან მედალიონია. ასევე, კარგია არწივის სიმბოლოც. შეარჩიეთ წითელი ან ქარვისფერი ქვები.
იღბლიანი რიცხვები: 1, 5, 9, 11.
იღბლიანი დღე: კვირა.
ქალწული – მათი თილისმა შეიძლება, იყოს ქვისგან გაკეთებული ფიგურა, რადგან ამ ნიშნის სტიქია მიწაა. ეს შეიძლება, იყოს ძვირფასი მინერალიც, მაგრამ შემთხვევით ნაპოვნ პატარა ქვას უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია. ქალწულს წარმატებას მოუტანს ასევე, ხელნაწერები ძველ ენებზე.
იღბლიანი რიცხვები: 3, 5.
იღბლიანი დღე: სამშაბათი.
სასწორი – მათ წარმატებას მოუტანს ბეჭედი არათითზე, რომელიც გაწყობილი იქნება ოპალით, ონიქსით ან ნეფრიტით. სამკაული შეიძლება, იყოს ოქროსიც და ვერცხლისაც. არანაკლები სიძლიერის თილისმაა გულის სიმბოლოც. საუკეთესო ვარიანტია გულის ფორმის ვერცხლის კულონი. ასევე, თილისმებად გამოდგება ხუთფურცლიანი ყვავილი, მზესუმზირა, პეპელა, გედი, მტრედი, მერცხალი და შროშანი.
იღბლიანი რიცხვები: 2, 5, 6, 9.
იღბლიანი დღეები: ხუთშაბათი, შაბათი
მორიელი – მას გააჩნია უნარი, ნებისმიერ ძვირფას ნივთს მაგიური ძალა შესძინოს. მათთვის საუკეთესო თილისმა საკუთარი ზოდიაქოს ნიშანია. მორიელს მოუხდება შავი ვერცხლი და კულონი – ხოჭოს, გველის ან პირამიდის გამოსახულებით.
იღბლიანი რიცხვი: 9.
იღბლიანი დღე: ორშაბათი.
მშვილდოსანი – მისი თილისმაა ნალი. თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსნები მიწაზე მყარად უნდა იდგნენ. ნალი კი მათ წარმატებას მოუტანს. კიდევ ერთი თილისმაა სალამანდრა. ეს არსება, შუასაუკუნეებში ცეცხლის სულად ითვლებოდა. მშვილდოსანი კი ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება. თილისმად, ასევე, გამოდგება ფრინველი ფენიქსი, წითელი და ლურჯი ფერის ქვები.
იღბლიანი რიცხვი: 3.
იღბლიანი დღე: ოთხშაბათი.
თხის რქა – ისინი თავიანთ ძალებს ბნელი სამყაროდან იღებენ, რადგან ძველად, დემონის გამოსახულებას თხის თავი ჰქონდა. საუკეთესო თილისმა თხის რქისთვის შეიძლება გახდეს რაიმე ძველებური ნივთი – მონეტა, მედალიონი, ქვის ქანდაკება ან ძველებური საათი.
იღბლიანი რიცხვები: 3, 5, 7, 8, 14.
იღბლიანი დღეები: ორშაბათი, შაბათი.
მერწყული – მათ უდიდესი ენერგია აქვთ. თილისმა კი არის ანგელოზი ან ჩიტი. საუკეთესო ქვებია: საფირონი, ცირკონი, ამეთვისტო და აკვამარინი.
იღბლიანი რიცხვები: 2, 4, 8, 9, 11, 13.
იღბლიანი დღეები: სამშაბათი, შაბათი
თევზები – ისინი მორცხვები და ჩაკეტილები არიან მათი მდიდარი შინაგანი სამყაროთი. იდეალური თილისმა გახლავთ ნიჟარა. უმჯობესია, თუ მას სანაპიროზე შეიძენთ ან თავად იპოვით.
იღბლიანი რიცხვები: 6, 7, 11.
იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი.

წყარო: თბილისელები