მამაკაცმა, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს, 5 ადამიანი მოკლა

  • რეზონანსი
  • 16 თებერვალი 17:07

ამერიკის შეერთებულ შტატებში მამაკაცმა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, 5 ადამიანი მოკლა.

სროლა ილინოისის შტატში, ქალაქ ავრორაში მდებარე ერთერთ სასაწყობე დაწესებულებაში მოხდა.


45 წლის შეიარაღებული ჰარი მარტინი შენობაში შევიდა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევის ადგილზე მოსულმა პოლიციამ დამნაშავე ადგილზე მოკლა, თუმცა, ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 3 პოლიციელი.


პოლიციის მონაცემებით მარტინი კომპანია Henry Pratt-ში 15 წელი მუშაობდა, თუმცა, იგი 16 თებერვალს სამსახურიდან დაითხოვეს.

წყარო: რეზონანსი