რატომ არის ქალისა და ბავშვის გათვალვა მამაკაცზე იოლი და როდის ცვლის კარგ გუნება-განწყობას ავადმყოფობა

  • თბილისელები
  • 16 თებერვალი 16:23

თუ ცხოვრების ჩვეული რიტმი ირღვევა, კარგ გუნებაგანწყობას ცვლის ავადმყოფობა, აღფრთოვანებას კი – აპათია და გაღიზიანება, არ არის გამორიცხული, ბნელი ძალები აკეთებდნენ თავიანთ საქმეს.

ზოგჯერ ადამიანი ავადაა, არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, არამედ იმიტომ რომ, მას დაეხმარნენ, ავად გამხდარიყო. არის თუ არა, ეს „შავი სარტყელი” ცხოვრებაში ვიღაცის ბოროტი ზრახვების შედეგი და როგორ დავიცვათ თავი ჩვენკენ მომართული გათვალვის, ჯადოს, წყევლისა და მსგავსი ნეგატიური პროგრამებისგან, გაგვარკვევს პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლეილა. ამჯერად, შევეცდებით, გათვალვასთან დაკავშირებული მოვლენები გავნიხილოთ.


სანამ რამეს შეებრძოლები, ჯერ მტერი კარგად უნდა შეისწავლო – რა მოვლენაა გათვალვა და როგორ უნდა ვიგრძნოთ, რომ მისი გავლენის ქვეშ ვართ?


საკმარისია, ყურადღების გამოჩენა ანუ როგორც უძველესი აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის: მტერი რომ დაამარცხო, თვალებში უნდა ჩახედოო. მაგრამ, გათვალვა, ჯადო და წყევლა ერთგვარი პროგრამებია. ამ პროგრამას კი წვდომა აქვს ადამიანის ბიოველზე და შეუძლია, იქ პოზიტიური ნეგატიურით შეცვალოს. ხდება ჩაკრებისა და ბიოველის დარღვევა. შედეგად, ბიოენერგეტიკული სისტემა იწყებს მუშაობას არა წარმატებისთვის, არამედ მარცხისთვის. ზოგი ამ ხერხს დამნაშავეზე შურისძიებისთვის მიმართავს იმ მოტივით, რომ ბოროტება უნდა დაისაჯოს. მაგრამ, ბოროტებისთვის საზღაურის გადახდა ყველას მოუწევს. ამიტომ არ შეიძლება, ბოროტებისთვის ბოროტებითვე გადახდა... ახლა განვიხილოთ რა სიმპტომები უვლინდება ადამიანს ბოროტი ძალების ზეგავლენისას: ხშირი, თითქმის განუწყვეტელი თავის ტკივილი; დეპრესია და გულგრილი დამოკიდებულება ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისადმი; არანაირი სურვილი, დაკავდეს რაიმე საქმით; ახლობლებისგან თავის არიდება; განუწყვეტელი „ხმები” თავში; გაღიზიანება, უსუსურობისა და უძლურების შეგრძნება; არცთუ იშვიათია დარდის „ღვინოში ჩახრჩობის” სურვილი, ანდა – ნარკოტიკის გამოყენება; ზოგჯერ კი, საქმე სუიციდამდეც მიდის. ასეთი მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ ნეგატივი უკვე შეყვანილია და დაუყოვნებლივ უნდა შეებრძოლოთ მას.


ყველაზე ერთნაირად მოქმედებს გათვალვა?



როგორც ცნობილია, მშვენიერი სქესის წარმომადგენელები უფრო იოლად ექვემდებარებიან ბოროტ ძალთა გავლენას, ვიდრე მამაკაცები. ქალის ენერგეტიკული ბიოველი უფრო სწრაფად ირღვევა და ამიტომ, თავადვე რომ გაარკვიონ, რა გახდა ცხოვრების რიტმის შეცვლის მიზეზი, ანუ „შეუჩნდათ თუ არ ეშმაკი”, საჭიროა, ბოლო კვირების გაანალიზება. ქალებში ძირითადად, ეს გამოიხატება: ძილის დარღვევით, ღამის კოშმარებით (განსაკუთრებით, თუ ადრე ძილსა და სიზმრებთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონიათ); სწრაფი დაღლითა და უღონობით. განსაკუთრებული შრომის უნარით გამოირჩეულებიც კი ამჩნევენ, რომ ძალა აღარ ჰყოფნით; ასევე, სისტემატურად ეცრემლებათ თვალები და უძნელდებათ სხვის მზერის გაძლება; სწრაფად იმატებენ ან იკლებენ წონაში, უუხეშდებათ კანი და მთლიანად უუარესდებათ გარეგნული იერი. მთელი ამ უბედურების გვირგვინი კი, ისაა, რომ ვეღარც თხოვდებიან. თვით მზეთუნახავმა და ჭკუით გამორჩეულმა ქალებმაც კი, შეიძლება, გათვალვისგან სულ რამდენიმე დღეში დაკარგონ მომხიბვლელობა. ამიტომ. მასთან ბრძოლა აუცილებელია, რომ პირვანდელი სახე დაიბრუნოთ.
– როგორ უძლებს გათვალვას ძლიერი სქესი?
– ძლიერი სქესიც შეიძლება, დაზარალდეს, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს საკმაოდ ძლიერი ბიოველი აქვს. მათ ამ დროს შეიძლება, ესმოდეთ რაღაც ხმები (ზოგჯერ გარდაცვლილებისას), ხედავდნენ ჰალუცინაციებს, საშინლად აღიზიანებდეთ ცოლი, შვილები, მშობლები. ასევე, ვისაც ისედაც ჰქონდა, გაცილებით ეზრდება მისწრაფება მავნე ჩვევებისადმი – ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკისადმი და ვინც ადრე არ მოიხმარდა – მაშინ იწყებს.
– როგორც ვიცი, ყველაზე მეტად თვალს ბავშვი იღებს?
ზოგი ბოროტებისა და შურისგან ისეა დაბრმავებული, არაფერს ერიდება და ბოღმას ყველაზე პატარა, უმწეო და უცოდველ არსებაზე – ბავშვებზეც კი ანთხევს. ამიტომაც იყო, რომ ძველად ბავშვს ერთ წლამდე უცხო თვალს უმალავდნენ. უპირველესად, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ტემპერატურის უმიზეზო, მკვეთრ ცვლილებას. თუ ეს გაციება, ვირუსი არ არის, დააკვირდით: მხიარულ, ხალისიან ბავშვს ხშირად უფუჭდება განწყობა? კეთილი და თბილი ბავშვი გაღიზიანებული და ისტერიკულია? უფრთხის ახლობლებსა და ნათესავებს? საყვარელი სათამაშოებით აღარ თამაშობს? ეს ყველაფერი შეიძლება, გათვალვის ბრალი იყოს. თუმცა, გარდა ამ სიმპტომებისა, უარყოფითი პროგრამების გამოსავლენად არსებობს სპეციალური რიტუალებიც. ერთ-ერთი მათგანი ასეთია: წყლიანი ჭიქა ფრთხილად დაიდგით თავზე და ხელებით ისე დაიჭირეთ, რომ სითხე არ გადმოიღვაროს. დამხამრე – „შემოწმებული” ერთგული ადამიანი – გატეხს კვერცხს და ჩაუშვებს ჭიქაში ისე, რომ კვერცხის გული მთლიანი დარჩეს. თუ სანდო არავინ გყავთ, შეგიძლიათ, ეს ყველაფერი თავადვე გააკეთოთ სარკის წინ. ერთ-ორ წუთში კი უკვე შეგიძლიათ, შეაფასოთ შედეგი. თუ წყალი დარჩა სუფთა და გამჭვირვალე, ცილა კი თანაბრად დაეშვა ფსკერზე, ბოროტი ძალების ზეგავლენას არ განიცდით. მაგრამ, თუ კვერცხი გაუგებრად „იქცევა”: კვერცხს გული გამოეყო, ხოლო ცილის ძაფები და ბუშტუკები ზედაპირზე ამოვიდა, სახეზეა გათვალვის ყველა ნიშანი. თან, რაც მეტია „ძაფი”, მით უფრო ძლიერია ნეგატიური გავლენა. შეგიძლიათ, ასევე: გაადნოთ ფუტკრის ცვილი ცივწყლიანი თეფშის თავზე და გათხევადებული ცვილი ფრთხილად ჩაუშვათ მასში. დააცადეთ რამდენიმე წუთი. მიღებული გამოსახულება, ნახატი თუ ფიგურა დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, გათვალული ხართ თუ არა. თანაბარი, ერთგვაროვანი „ჩუქურთმა” ნიშნავს, რომ „სუფთა” ხართ. დახლართული, გაწყვეტილი, არათანაბარი ფიგურები გიჩვენებთ, რომ ცნობიერებაში ჩარეულია უცხო ძალების უარყოფითი ენერგეტიკა. ამ დროს, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა, მიმართოთ „გამწმენდ” საშუალებებს...

წყარო: თბილისელები