სამტრედიაში ბაღის ბავშვებს კერძად ცხენის ხორცი მოუმზადეს

  • pia.ge
  • 16 თებერვალი 15:47

სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტს ადასტურებს.

ხათუნა გაგუას თქმით, ცხენის ხორცით გაკეებული კერძი სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ჭამეს თუმცა არცერთი ბავშვი არ მოწამლულა. ფაქტი გასული წლის 16 ოქტომბერს მოხდა.
"იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვოდ მიიჩნია ხორცის რაობა, ამოიღეს ხორცი ბაღებიდან და ლაბორატოროული კვლევის შემდეგ დადასტურდა რომ ხორცი იყო ცხენის და არა საქონლის. ხორცის მომწოდებელ შპს "ელენიკოსთან" დაუყინებლივ შევწყვიტეთ კონტრაქტი, და როგორც ჩემთვის ცნობილია კომპანია 20 ათასი ლარით დაჯარიმდა"-განაცხადა ხათუნა გაგუამ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge