ქურდობა მამათში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა

  • guriismoambe.com
  • 15 თებერვალი 18:16

ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები.ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. 

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა. 


ლხინის სუფრიდან უკან დაბრუნებულებს სიძის ოჯახი ისე დახვდათ გაქურდული, რომ სახლში ვეღარც ჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები და ვერც საწოლი. 


მომხდარის შესახებ "გურიის მოამბეს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა: "მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე.  დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო.   დაცარიელებული დაგხვდა სახლი.  სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში"-გვიყვება მეზობელი

სრული ვერსიის ნახვა guriismoambe.com