რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული უშვებს ხშირად საბედისწერო შეცდომებს

  • თბილისელები
  • 15 თებერვალი 17:36

ყოველი ადამიანი ხასიათში რაღაცას მალავს ან ცდილობს, ისე შეინიღბოს, ეს გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს.

ასტროლოგიურად, ხასიათის ამგვარი თავისებურებები, ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანზეა დამოკიდებული.
ვერძი – ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ დამოუკიდებელია და შეუძლებელია მისი მართვა. თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არაა. ხშირად ექცევა ზემოქმედების ქვეშ. კომპლექსებსაც მალავს. ამიტომ, თვითრწმენისა და შეუპოვრობის უკან, ხშირად მისი სერიოზული, ფსიქოლოგიური პრობლემები იმალება. ხშირად უშვებს საბედისწერო შეცდომას, რადგან ვერ ამარცხებს შიშსა და ცრუ წარმოდგენებს.


კურო – პირადი ცხოვრების დეტალებს მალავს ახლო მეგობრებთანაც კი. იშვიათად საუბრობს სასიყვარულო თავგადასავლებზე და არასდროს ამჟღავნებს საკუთარ გრძნობებს. მიჩვეულია თავისი რეალური ფინანსური მდგომარეობის დამალვას და არასდროს არავის უყვება, სინამდვილეში რამდენი ფული აქვს. შეუძლია, ისე დამალოს ურთიერთობები საპირისპირო სქესთან, რომ ამის შესახებ, ვერავინ ვერაფერი გაიგოს.
ტყუპები – ერთი შეხედვით, არაფერს მალავს და ყოველთვის გულწრფელია. სინამდვილეში კი, ეს ასე არაა. ურთიერთობა აქვს ერთთან და მეგობარს ეძახის მეორეს, ცხოვრობს სხვასთან და შეყვარებულია სხვაზე. ის ყოველთვის კარგად თამაშობს და სხვადასხვა ნიღბით მალავს საკუთარ, რეალურ მე-ს. გარშემო მყოფების გაკიცხვის ეშინია, ამიტომ, ცდილობს ტყუილით შეინიღბოს.
კირჩხიბი – განსაკუთრებული მონდომებით მალავს პირად ცხოვრებას. არ უყვარს შემოსავლებისა და შენაძენების გამომზეურება, გრძნობებისა და ემოციების გამოვლენა. ყველაფერთან ერთად, კირჩხიბი იმასაც მალავს, რომ კეთილი გული აქვს და გულგრილობას, შეუვალობას თამაშობს. ეშინია, რომ მისი სიკეთით ისარგებლებენ და აიძულებენ, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა. ძალიან ფრთხილია და არ ახასიათებს გულწრფელობა მათთან, ვინც მის ნდობას არ იმსახურებს.
ლომი – დიდი ენთუზიაზმით იწყებს მუშაობას მისთვის უცნობ სფეროში, რათა არავის ეგონოს, რომ მან რაღაც არ იცის ან მისი გაკეთება არ შეუძლია. ავადმყოფური თავმოყვარეობა აქვს, თუმცა სწორედ ესაა მისთვის პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ლომისთვის ბევრად უფრო ადვილია ისწავლოს, ვიდრე საკუთარი უცოდინრობა გამოააშკარაოს. ნაკლებად ლაპარაკობს სამომავლო გეგმებზე. იცის, რომ არაა საჭირო, ყველამ ცხვირი ჩაყოს მის საქმეებში და მანამდე მალავს საკუთარ ჩანაფიქრს, სანამ რეალობად არ აქცევს.
ქალწული – ამბიციებს მალავს. არასდროს ამხელს საკუთარ ჩანაფიქრს და ჩუმად, კონკურენტებისგან ფარულად, ცდილობს მიზნის მიღწევას. ამასთან ერთად, ხშირად მალავს რეალურ გრძნობებს, ფიქრებს და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას. შეუძლია, სხვასთან ურთიერთობით საკუთარი სარგებლის ნახვა. ის იყენებს ნებისმიერს და თან ისე, რომ ვერასდროს ვერავინ მიხვდება მის რეალურ ზრახვებს. არ უყვარს ფულის სესხება და მაშინაც კი წუწუნებს, როცა ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხა აქვს დაგროვილი.
სასწორი – გარშემო მყოფებს საკუთარ ვნებებს, ცოდვებს უმალავს, რადგან ისე ეშინია გაკიცხვის, რომ ურჩევნია, საიდუმლოდ შეინახოს. გარდა ამისა, იმ ადამიანების მიმართ რეალურ დამოკიდებულებასაც მალავს, ვისთანაც ახლო და ხშირი ურთიერთობა აქვს. მაშინაც კი, თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს გულწრფელად სძულს ვინმე, ის თავისუფლად გამოხატავს სიმპათიას და მეგობრულ გრძნობებს. არ უყვარს კამათი, დაძაბულობა და კონფლიქტი. ამიტომ, ხშირად უწევს ფარისევლობა და პირფერობა.
მორიელი – ძირითადად, თავის რეალურ განზრახვებს მალავს და ყველაფერი, რასაც გარშემო მყოფებს უყვება, მხოლოდ ზედაპირული ანარეკლია იმისა, რის გაკეთებასაც სინამდვილეში აპირებს. გარდა ამისა, სიყვარულსაც მალავს. მორიელის ამგვარი ქცევა ხშირად ძველი გრძნობებისგან გათავისუფლების მცდელობაა.
მშვილდოსანი – მზადაა, პასუხი გასცეს ნებისმიერ შეკითხვას. მშვიდად განიხილოს ყველაფერი, რაც მოსაუბრეს აინტერესებს და ხშირად ზედმეტიც მოსდის. თუმცა, მისი ბოლომდე ამოცნობა, რთულია. ყველაზე არაპროგნოზირებადი ნიშანია არა მარტო უცხოებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. მან ხშირად, თვითონ არ იცის, როგორ მოიქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში და გარშემო მყოფებისგანაც, უპირველესად, საკუთარ თავში გაურკვევლობას მალავს.
თხის რქა – ყველაზე ხშირად რეალურ, ფინანსურ მდგომარეობას მალავს. არასდროს აინტერესებს მათი აზრი, ვინც არაფერში გამოადგება. მალავს საკუთარ მეგობრულ გრძნობებსაც. ბევრად უფრო ადვილია, გააკეთოს მეგობრისთვის კონკრეტული რამ, ვიდრე საათობით ისაუბროს, თუ როგორ უფრთხილდება მათ. იშვიათად ეჩვევა ადამიანებს და უჭირს საკუთარი, დადებითი ემოციების გამოხატვა.
მერწყული – საკუთარ გულგრილობას მალავს ადამიანების მიმართ. იცავს ყველა იმ წესს, რაც მეგობრებთან, კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობაშია მიღებული. ამასთან, ისე ვირტუოზულად გამოსდის თავის მოჩვენება, რომ გარშემო მყოფები ვერც კი ხვდებიან, რომ სინამდვილეში, არაფერი მიაქვს გულთან ახლოს. პირადი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების დამალვაც ახასიათებს. ყველაფერი ეს, მისთვის იმდენად „ჩაკეტილი ზონაა”, რომ მხოლოდ მათ უშვებს, ვინც შეძლო მისი ნდობის მოპოვება.
თევზები – საკუთარ შეგრძნებებს მალავს და რაც უფრო ცუდადაა, მით უფრო იღიმის და მეტ სითბოს ამჟღავნებს გარშემო მყოფთა მიმართ. არ უყვარს სხვებისთვის დისკომფორტის შექმნა, არასდროს ითხოვს დახმარებას და ყოველთვის დამოუკიდებლად აგვარებს საკუთარ პრობლემებს. გარდა ამისა, სიზარმაცესაც მალავს. ბევრად უფრო მარტივია შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, ვიდრე აჰყვეს სურვილებს და საფრთხის წინაშე დააყენოს ყველაფერი ის, რასაც წლების განმავლობაში ქმნიდა.

წყარო: თბილისელები