ვინ იყო ქალი, რომელმაც შეურაცხყო ეგნატე ნინოშვილის მამაკაცური თავმოყვარეობა

  • თბილისელები
  • 15 თებერვალი 16:30

მე არ შემიძლია, ვუთხრა საზოგადოებას – შენს სამსახურში დავავადმყოფდი-მეთქი.

არა, წერის დაწყებამდე ჩემი ჯანი სრულიად გატეხილი იყო… არც ბევრი მიწერია: ოთხი წელიწადია აგერ, რაც ვწერ და ერთ მოზრდილ წიგნს კიდევ ვერ შეადგენს ჩემი ნაწერები…“ წერს ერთ-ერთ წერილში ეგნატე ნინოშვილი იაკობ გოგებაშვილს, რომელიც ახალგაზრდა მწერალს ფინანსურად დაეხმარა, რის გამოც ძალიან მადლობელია და ერთს დარდობს, მოახერხებს თუ არა, საზოგადოებას ვალი თავისი მოთხრობებით გადაუხადოს. ჭლექისაგან დასუსტებული და საწოლს მიჯაჭვული 35 წლის მწერალი თავის სოფელში გარდაიცვალა... ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: ეგნატე ნინოშვილს პირადად არსად შევხვედრივარ და არც გამიცნია. მხოლოდ ერთხელ მომწერა წერილი და მთხოვა, მასალები მიმეთითებინა გურიის აჯანყების შესახებ. მე სიამოვნებით ავუსრულე ეს თხოვნა. ჯერ დავუსახელე ოფიციალური ცნობები, რომელიც სამხედრო შტაბში ინახებოდა (მაშინ სამხედრო შტაბში მუშაობდა ჩემი ძმა – ვარლამ თაყაიშვილი; იმისგან შევიტყე ნომერი საქმისა). ამას გარდა, ვურჩიე პირადად ენახა ბიძაჩემი ედიშელ თაყაიშვილი, რომელიც ამ ჯანყში ერია და დაჭრილი იყო მუხლის თავში, და მივსწერე დაწვრილებით, თუ როგორ ჩაბმულიყო ის ამ აჯანყებაში, ვის გადაერჩინა დაკოდილი და სხვა… მზადება ჩვენს სოფელში იმითაც გამოიხატებოდა, რომ ჯვარს ზემოთ (ჯვარი ერქვა იმ ადგილს, სადაც ეკლესია იყო) აჭის წყლის სათავეში მიმავალი გზა შეკრეს, რამდენიმე ხე აქა-იქ მოსჭრეს და მით გადახირეს გზა. მამაჩემს უკითხავს: „რად ჩადიხართ ამ საქმეს?“ იმათ უპასუხიათ: ამაზე რუსები ვერ გადავლენო; მამაჩემს კი უპასუხია (ბიძაჩემმა მითხრა): რუსებმა კავკასიის მთები გადმოლახეს და თხმელას ხეები დააკავებს მათო?!.“
...რამდენჯერმე თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა; მთელი ცხოვრება თავგამოდებით შრომობდა, პარიზში სწავლის დროს ქალაქის ქუჩებსაც კი ალაგებდა, მაგრამ გაჭირვებას თავს ვერ აღწევდა... ავ ბედისწერას ეგნატე ნინოშვილი ვერც სიყვარულში ასცდა...

წყარო: თბილისელები