როცა ქმარი სახლში არ არის

  • თბილისელები
  • 14 თებერვალი 14:49

როდესაც ქმარი ახლოს არ არის, ცოლებს უყვართ ისეთი რაღაცების კეთება,  რასაც ქმრის თანდასწრებით არ ჩაიდენდნენ. რა თქმა უნდა, როცა ქმარი გვერდით ჰყავს, ქალბატონი ცდილობს,  თავისი საუკეთესო "ვერსია" აჩვენოს.

ბინებრივია, ყველა ცოლს აქვს მარტო ყოფნის სურვილი, როცა მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი თავის გამოვლენას.


ფსიქოლოგების საინტერესო და სახალისო კვლევა, ანუ, რას აკეთებენ ცოლები სახლში მარტო ყოფნისას:


* მღერიან ძალიან მაღალი ხმით და საერთოდ არ ადარდებთ, ეს როგორ გამოსდით;


* არ ალაგებენ საწოლს, სხედან იქ პიჟამათი ან ჭამენ მზესუმზირას, თუნდაც, სენდვიჩს და უყურებენ მელოდრამებს. ქმრის მოსვლამდე ორი საათით ადრე კი „სამხილების“ განადგურებას იწყებენ; 


* ხდებიან განსაკუთრებით ქალურები – იღებავენ თმას, იდებენ სახის ნიღბებს, ისვამენ და იცილებენ, ანუ არჩევენ  რომელი ფრჩხილის ლაქი უფრო უხდებათ;


* უყვართ სახლში იმ დაქალების მოწვევა, რომლებსაც იშვიათად ნახულობენ, რადგან მეუღლეს დიდად გულზე არ ეხატება;


* იღებენ ყველაზე ხანგრძლივ შხაპს, მღერიან ბოლო ხმით და „ცელქობენ“ აბაზანაში;


* ხანდახან, ჩუმად ეწევიან კიდევაც, რის გაკეთებასაც ქმრის თვალწინ ერიდებიან; 


* როცა ქმარი სახლში არაა, ისინი შიშვლები დადიან ოთახებში. ასე ამზადებენ ყავას, უყურებენ სერიალებს და იატაკებსაც კი წმენდენ;


* ქალებს უყვართ თავიანთი ყოფილი შეყვარებულების ფოტოების ნახვაც სოციალურ ქსელებში, საერთოდ, ინტერნეტ-ურთიერთობა იზიდავთ, ოღონდ  დაფარულად; 


* უყურებენ გვიანი ღამის შოუებს, რადგან ქმრის გარეშე უჭირთ დაძინება;


* როცა ქმრების გარეშე დაძინება უწევთ, ისინი ტელევიზორის ყურებისას იძინებენ, საწოლში მიირთმევენ პოპკორნს ან ტკბილეულს;


* ქმარი მუდმივად წუწუნებს იმაზე, რომ სინათლე უნდა გამორთოს, მარტო ყოფნისას კი ქალები ყველგან სინათლეს ტოვებენ;


* მთელი დღის განმავლობაში ტოვებენ გასარეცხ ჭურჭელს, დაუკეცავ ტანსაცმელს და დროს დივანზე ჯდომაში ატარებენ;


მიდიან დაუგეგმავ შოპინგზე საყვარელ მაღაზიებში და ყიდულობენ არასაჭირო ნივთებს;


* მათ მოსწონთ შიშველი ყოფნა, სექსუალური პოზების მიღება და ახალი თეთრეულის მოსინჯვა, ამავე დროს სხეულის ყოველ ნაკვთს იმოწმებენ;


*  სანაგვეში ყრიან ქმრების ნივთებს, რომლებიც საჭიროდ არ მიაჩნიათ;


* სახლში მისვლისთანავე იხდიან ლიფს.


P. S. აბა, იყავით გულახდილები და აღიარეთ, რამდენ პუნქტს დაეთანხმეთ.

წყარო: თბილისელები