თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარია

  • pia.ge
  • 14 თებერვალი 12:04

სადგურის მოედანზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საწყობში ხანძარი გაჩნდა. 

როგორც "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. 


"დაახლოებით 250 კვადრატული მეტრი ფართია დამწვარი.  ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 


ადგილზეა 16 სახანძრო სამაშველო მანქანა",-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.  

სრული ვერსიის ნახვა pia.ge