"მარშრუტკაში" სკოლის მოსწავლეს მეზობელი აედევნა - პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა

  • რეზონანსი
  • 14 თებერვალი 11:02

არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეს რუსთავში პოლიცია იძიებს.

მეშვიდეკლასელ გოგონას, კაცი სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსიში მაშინ აედევნა, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.


მოზარდმა 112-ში თავად დარეკა. გოგოს დედამ ფაქტი დაადასტურა, თუმცა მედიასთან საუბარი არ ისურვა.


გავრცელებული ინფორმაციით, კაცი გოგონას მეზობელია და ის უკვე დაკავებულია. შსს-ს ცნობით, გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

წყარო: რეზონანსი