ამერიკაში შიშველი ქალის გამო აეროპორტი დაიხურა, მას დასაჭერად რამდენიმე საათი დასდევდნენ

  • რეზონანსი
  • 13 თებერვალი 10:38

სამხრეთ კაროლინის შტატში ნახევრად შიშველი ქალის გამო აეროპორტი 2 საათზე მეტ ხანს დაიხურა.

შემთხვევა ქალაქ ფლორენსში მოხდა. აეროპორტის თანამშრომლების თქმით, ქალი, რომელსაც მხოლოდ ქვედა საცვლები ეცვა, ასაფრენ ბილიკზე გამოჩნდა, შემდეგ კი ტყეში გაიქცა.


ხელმძღვანელობამ აეროპორტის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, პოლიცია კი ქალის ძებნას შეუდგა. ის საკმაოდ მოგვიანებით არხში იპოვეს და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში გადაიყვენეს, სადაც დადგინდა, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

წყარო: რეზონანსი