მუსიკოსი ვატო მაღრაძე მძიმე დღეების შემდეგ გონს მოვიდა და სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

  • fortuna.ge
  • 12 თებერვალი 15:51

მუსიკოს ვატო მაღრაძის მხარდამჭერ გვერდზე ახალი სტატუსი გამოჩნდა.

ვინც თვალს ადევნებს მისი მკურნალობის პროცესს, მოგეხსენებათ, რომ ვატოს ჯანმრთელობის დიდი პრობლემა შეექმნა, კერძოდ, ქიმიოთერაპიის კურსის დროს მას ტვინის შეშუპებით გაურთულდა მდგომარეობა. საბედნიეროდ, 25 დეკემბერს, კომის შემდეგ მან შეძლო გონს მოსვლა და ის გერმანიიდან თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ. მისი ახლობლები მიმართვას ავრცელებენ და კვლავ სთხოვენ საზოგადოებას ფინანსურად მხარში დადგომას:


„მეგობრებო, ვატოს გულშემატკივრებო, დიდი ხანია, ვატოს შესახებ არაფერი დაწერილა, რადგან ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა და წერის დრო და თავი არავის გვქონდა (შეგნებულად არ ვდებ ძალიან მძიმე სურათებს).


პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს გვერდში დგომისთვის, თქვენმა მორალურმა და ფინანასურმა მხარდაჭერამ გადაგვატანინა გაუსაძილისი 9 თვე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი.


როგორც იცით, დონორთან დაკავშირებული პრობლემების გამო (დონორს სისხლში აღმოაჩნდა ტოქსოპლაზმუსის ვირუსი, კიდევ უფრო გაზრდილი რისკების გამო ვატომ უარი თქვა ამ დონორით ტრანსპლანტაციაზე) ვერ ჩატარდა ტრანსპლანტაცია, ამიტომ გაგრძელდა ქიმიოთერაპიის კურსი.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge