ხვალ ბაჩანა შენგელია პროკურატურაში გამოიკითხება

  • 12 თებერვალი 15:49

ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ხვალ ბაჩანა შენგელია გამოიკითხება.

ბაჩანა შენგელია გამოძიებამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს დაიბარა, თუმცა შენგელიას თხოვნით, გამოკითხვა ხვალ 14:00 საათზე დაიწყება.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.