ემილი რატაკოვსკიმ განსხვავებული სტილით გაგვაკვირვა

  • okmagazine.ge
  • 12 თებერვალი 15:19

ცნობილი ამერიკელი მოდელი და მსახიობი ემილი რატაკოვსკი, ბუნებრივია, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის სტუმრების სიაში მოხვდა.

10 თებერვალს,სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში, ყველასათვის საყვარელი და ცნობილი ბრენდის, Tiffany & Co-ს წვეულება გაიმართა, რომელზეც ემილისთან ერთად უამრავმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი და მიუხედავად იმისა, რომ მოდელი ყოველთვის ახერხებს განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობას, ამჯერად მისი ჩაცმულობა ყველას ეუცხოვა.




27 წლის სუპერმოდელმა წვეულებისთვის კრემისფერი მომდგარი ზედა და კლასიკური მოყავისფრო შარვალი შეარჩია, რასაც წითელი ფერის ჩანთა და სადა სამაჯური შეუხამა. ეს ჩაცმულობა მისი სტილისგან რადიკალურად განსხვავდება და სწორედ ამიტომ გამოიწვია გაოცება საზოგადოებაში.


 

სრული ვერსიის ნახვა okmagazine.ge