კახა კალაძე: წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მეტყველებს იმაზე, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება

  • pia.ge
  • 12 თებერვალი 14:35

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ავტობუსი დაგორდა და ხეს შეეჯახა.

კალაძის თქმით, ყვითელი ავტობუსები უკვე გამოუსადეგარია და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს  საზოგადოებრივი ტრანსპორტის  სრულად განახლება:

„ყვითელი ავტობუსები ვიცით რა მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს. ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს ამ ავტობუსებს, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაგორდა ფაქტობრივად ავტობუსი, მუხრუჭებმა არ დაუჭირა და გადავარდა ხევში. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. მადლობა ღმერთს, რომ  მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

ეს განცხადება მერმა პოლონეთში გააკეთა, სადაც თბილისისთვის ავტობუსები მზადდება. კალაძის განმარტებით, საქართველოში დამატებით 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. მერის თქმით, მათგან ნაწილი დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეში გამოჩნდება. კალაძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები  მთლიანად ჩანაცვლდება.

 

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge