"30 წელი ვეწეოდი, დილით ვიღვიძებ აბსოლუტურად ჯანმრთელი და ენერგიული"

  • 12 თებერვალი 14:21

მომღერალმა ლელა წურწუმიამ თამბაქოს მოწევას თავი დაანება. ამის შესახებ მომღერალმა  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. 

"30 წელი ვეწეოდი, მე-7 თვეა რაც მოწევას თავი დავანებე. მე შემექმნა სერიოზული პრობლემა. პროფესიული პრობლემები შემექმნა. ხარვეზები გამოიწვია სახმო იოგებზე, შესაბამისად მივხვდი, რომ ზედმეტად ადრე ჩამომიყვანდა სცენიდან. 


იმდენად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, სიგარეტს თავი დავანებე იმიტომ რომ სახის კანი აბსოლუტურად სხვანაირი გახდა, სხვანაირად ანათებს, დილით ვიღვიძებ აბსოლუტურად ჯანმრთელი, ჯანსაღი. ასევე მქონდა წნევის პრობლემები და ეს პრობლემებიც აღარ მაქვს. 


იმისთვის, რომ თამბაქოს მოწევას თავი დავანებოთ მოტივაცია გვჭირდება. სხვათაშორის ადვილად დავანებე თავი. არ მქონდა პანიკური შიში, რომ ვაიმე მოწევას თავი დავანებე და ახლა რა მეშველება. იმისთვისაც მზად ვიყავი, რომ წონაში ოდნავ მოვიმატებდი, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მართლა ძალიან ბედნიერი ვარ",-აღნიშნა ლელა წურწუმიამ.