მაიკლ ჯექსონის ნეშტს შესაძლოა ექსჰუმაცია ჩაუტარდეს

  • imedinews.ge
  • 12 თებერვალი 13:40

ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, მაიკლ ჯეკსონის ნეშტს შესაძლოა ექსგუმაცია ჩაუტარდეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსგუმაციას 11 ადამიანი ითხოვს,რომლებიც აცხადებენ, რომ ჯექსონის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებას განიცდიდნენ.


გარდაცვლილი მომღერლის ოჯახის წევრები მათ სიცრუეში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ცხედრის ექსგუმაციას არ დაუშვებენ.


თავად ჯექსონი ცხოვრების ბოლო წლებში ამ ბრალდებებს უარყოფდა. პოლიციამ ჯერ კიდევ 2003 წელს გამოძიების ფარგლებში ჩაატარა რეიდი ნევერლენდის რანჩოში. მაშინ პოლიცია ჯექსონის მიერ 13 წლის ბიჭზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge