საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

  • 12 თებერვალი 13:33

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია განიხილეს.

მხარეების მიერ განხილული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს.


ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განიხილება, რომლის მიზანიც გამოძიების ხარისხის გაზრდაა.