რუსი ტურისტები ყველაზე რომანტიკულ ქალაქად თბილისს აღიარებენ

  • 12 თებერვალი 10:54

ანალიტიკურმა სააგენტომ ტურსტატმა ინტერნეტ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგად ირკვევა, რომ რუსი ტურისტები პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ყველაზე  რომანტიკულ ქალაქად თბილისს ასახელებენ.

რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს 33%-ით მოხვდა.


მომდევნო ადგილები დაიკავეს 14%-ით: ასტანამ (ყაზახეთი), ბაქომ(აზერბაიჯანი), მინსკმა(ბელარუსი).


კიშინიოვმა(მოლდოვა) – 10% დააგროვა.


ალმატამ(ყაზახეთი), ბიშკეკმა(ყირგიზეთი) და ერევანმა(სომხეთი) – 5% მიიღეს.