ნიუ-დელიში სასტუმროში ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

  • 12 თებერვალი 10:28

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, სასტუმრო Arpit Palace-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

NDTV-ს ინფორმაციით, ადრე 9 დაღუპულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.


ტელეარხის ინფორმაციით, 34 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს.


სასტუმროში ხანძარი ადგილობრივი დროით 04:30 საათზე მოხდა.


პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა გაიგუდა.


მომხდარის გამოძიება დაწყებულია.