ტეხასში კერძო სახლში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

  • 12 თებერვალი 10:28

აშშ-ის, ტეხასის შტატის, პოლკის ოლქში ხუთი ადამიანი კერძო საცხოვრებელ სახლში მოკლეს.

ინფორმაციას ოლქის შერიფის პრესსამსახური ავრცელებს.


ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა მომხდარის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 10:32 წუთზე მიიღეს.


ადგილზე მისულმა პოლიციელებმა 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვია.


ყველა მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული, მათგან 4 ერთი ოჯახის წევრები არიან.


ფაქტზე გამოძიება დაიწყო.