წყნეთში სამგზავრო ავტობუსი ხეს შეეჯახა - არიან დაშავებულები

  • 12 თებერვალი 10:27

წყნეთში საქალაქო ავტობუსი, სავარაუდოდ, დაგორდა და ხეს შეეჯახა.

როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად ხუთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.


გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.