მიხეილ ბატიაშვილი: მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას

  • pia.ge
  • 11 თებერვალი 21:13

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მისასალმებელია გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება.

„მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება! მივესალმები ამ გადაწყვეტილებას - რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ  ბატიაშვილმა. 


ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სრული ვერსიის ნახვა pia.ge