ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

  • 11 თებერვალი 20:26

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ "პირველს" გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. 

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში,  ზუგდიდის N6 -ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას",-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


აღნიშნულ სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე 2018 წლის ნოემბერში ჩატარდა.  


ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა.