ინდონეზიელი პოლიციელები დაკავებულს გველით აშინებდნენ (ვიდეო)

  • imedinews.ge
  • 11 თებერვალი 17:23

ინდონეზიის პოლიცია ეჭვმიტანილის წამების გამო ბოდიშს იხდის და დამნაშავეების დასჯის პირობას დებს.

ოფიციალური განცხადება უწყებაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ინტერნეტში სკანდალური ვიდეო გავრცელდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


კადრებში ჩანს, თუ როგორ აშინებენ ეჭვმიტანილს სამართალდამცველები ცოცხალი გველით. ამ გზით ისინი დაკავებულს ჩვენების მიცემას აიძულებენ. სკანდალური კადრები პაპუას პროვინციაში იანვარშია გადაღებული.



 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge