ბრედ პიტი ჯენიფერ ანისტონის 50-ე დაბადების დღეზე

  • trend.ge
  • 11 თებერვალი 16:55

 ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯენიფერ ანისტონი 50 წლის გახდა. ტაბლოიდები წერენ, რომ ამ ქალმა ზედმიწევნით კარგად იცის, როგორი წვეულება უნდა მოაწყოს 50-ე დაბადების დღეზე.

ჯენის დაბადების დღის წვეულების სტუმართა სახელები ნამდვილად იყო შთამბეჭდავი. სტუმრებს შორის იყვნენ ჯორჯ და ამალ კლუნები, რიზ უიზერსპუნი, კეტი პერი, ორლანდო ბლუმი, სანდრა ბალოკი, ელენ დეჯენერსი, გვინეტ პელტროუ, სინდი კროუფორდი და „დეილი მაილის“ ცნობით, ასევე, ყოფილი ქმარი, ბრედ პიტი.


ვარსკვლავებთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა People-საც დაუდასტურა, რომ სტუმრებს შორის ბრედ პიტიც იყო. წვეულებაზე მიმავალი პიტი ცდილობდა, რომ ჟურნალისტების კამერებს არ დაეფიქსირებინათ, თუმცა პაპარაცებმა თავდაპირველად მისი მანქანა ამოიცნეს, ხოლო შემდეგ მასაც გადაუღეს ვიდეო, ბრედს კეპიანი ქუდი ეფარა.


ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის რომანი 1998 წელს დაიწყო, 2000 წლის ივლისში ისინი დაქორწინდნენ, 2005 წელს კი განქორწინდნენ.


ბრედთან დაშორების შემდეგ, ანისტონი მსახიობ ჯასტინ ტერუს გაჰყვა ცოლად და მას შემდეგ, რაც ბრედი და ანჯელინა ერთმანეთს დაშორდნენ, ისიც დაშორდა მეორე ქმარს.


 

სრული ვერსიის ნახვა trend.ge