ლედი გაგას ემოციური გამოსვლა დაჯილდოებაზე (ვიდეო)

  • okmagazine.ge
  • 11 თებერვალი 13:47

გრემის ამ წლის დაჯილდოებაზე ლედი გაგამ რამდენიმე სხვადასხვა ჯილდო დაიმსახურა.

ეს საღამო მისთვის ძალიან ემოციური იყო, მაგრამ მისი მეგობარი ბრედლი სამწუხაროდ ამ მნიშვნელოვან მომენტში იქ არ იმყოფებოდა, რადგან ის ინგლისში, Bafta-ს დაჯილდოებაზე იყო. ლედი გაგამ ჯილდოს აღების შემდეგ ძალიან ამაღელვებელი სიტყვები წარმოთქვა.


"ძალიან დიდი მადლობა ყველას. ძალიან მინდა რომ ბრედლი აქ იყოს ახლა, და ვიცი რომ მასაც უნდა აქ ყოფნა მაგრამ ის ინგლისშია. არ ვიცი კიდევ თუ მექნება ამის თქმის შანსი ამიტომ ახლა ვიტყვი. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ვარ იმ ფილმის მონაწილე, რომელიც უკავშირდება მენტალურ პრობლემებს. ძალიან ბევრ არტისტს აქვს ეს პრობლემები, და ჩვენ უნდა მოვუაროთ ერთმანეთს. ამიტომ თუკი შეამჩნევთ, რომ ვინმე ცუდად არის უყურადღებოდ არ დატოვოთ. ხოლო თუკი თქვენ გრძნობთ თავს ცუდად, ვიცი რომ რთულია, მაგრამ იპოვეთ ძალა და სიმამაცე თქვენს თავში და გაანდეთ ვინმეს თქვენი დარდი."- განაცხადა ლედი გაგამ.



 

სრული ვერსიის ნახვა okmagazine.ge