მეგან მარკლი პლასტიკური ოპერაციის ახალ ტრენდს ამკვიდრებს

  • okmagazine.ge
  • 11 თებერვალი 11:24

სასექსის ჰერცოგინია დამსახურებულად მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალბატონად, რომელმაც ზღაპრული ისტორიითა და ძლიერი ხასიათით შეძლო უამრავი ადამიანის გულის მოგება.

მისი ჩაცმულობა და მაკიაჟი ყოველთვის ხდება ქალბატონებისთვის ახალი შთაგონების წყარო.


ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ რამდენიმე ადამიანმა მისი ჭორფლის მოწონებიდან გამომდინარე, სახეზე ტატუირების პროცედურებსაც მიმართა.


 


ამჯერად კი, როგორც CheetSheet-ის გამოცემა წერს, მის გამო პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართავენ. საქმე მეგან მარკლის ცხვირის ფორმას ეხება, რომელიც რა თქმა უნდა თანამედროვე სტანდარტებით იდეალური არ არის და აქამდე მსგავსი მოთხოვნით საავადმყოფოში შესაძლოა არც არავინ მისულიყო.



 

სრული ვერსიის ნახვა okmagazine.ge