ახალგაზრდა კაცმა მიხეილ სააკაშვილისთვის წყლით სავსე ბოთლის სროლა სცადა

  • რეზონანსი
  • 11 თებერვალი 10:27

ინციდენტი ლიეჟის კონგრესის დარბაზში მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი შეეცადა მიხეილ სააკაშვილისთვის წყლით სავსე ბოთლი ესროლა.


"ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლებმა იგი  სწორედ ამ დროს დააკავეს. ახალგაზრდა დარბაზიდან გაიყვანეს. მამაკაცმა განაცხადა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს პირადი წყენა, რადგან მან რამდენჯერმე დააკავა.


გარდა ამ შემთხვევისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას დარბაზის გარეთაც. ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას შეეცადა. იყო მცდელობა შეხვედრის ჩაშლის. კონგრესის სასახლეში მივიდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ რეგისტრაციის გავლას, მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

წყარო: რეზონანსი