12 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ - თუ გინდათ, რომ ბედნიერი სიბერე გქონდეთ

  • trend.ge
  • 11 თებერვალი 10:13

ეს 12 პუნქტიანი სამახსოვრო დაგეხმარებათ რომ ბედნიერი სიბერე გქონდეთ. ხშირად გადაიკითხეთ და თავიდან აიცილებთ ასაკში ჩადენილ სულელური საქციელებს და უაზრო სიტუაციებს.

მაშ ასე,  როდესაც დაბერდებით...


1. არასოდეს არავის ასწავლო ჭკუა. მაშინაც კი, როცა ზუსტად იცი, რომ მართალი აღმოჩნდები. გაიხსენე, როგორ გაღიზიანებდა ეს თავის დროზე. და შენ თუ მისდევდი უფროსების რჩევებს...


2. ნუ ეცდები დაეხმარო, როცა ამის შესახებ არ გთხოვენ. არავის თავი არ მოაბეზრო. ნუ ცდილობ დაიცვა ახლობლები სამყაროს ყველა უსიამოვნებისგან. უბრალოდ გიყვარდეს ისინი.


3. არ იწუწუნო! ჯანმრთელობის შესახებ, მეზობლებზე, მთავრობაზე, საპენსიო ფონდზე. ნუ გადაიქცევი სადარბაზოსთან მჯდომიარე ბუზღუნა დედაკაცად.


4. ნუ ელოდები მადლიერებას შვილებისგან. გახსოვდეს: არ არსებობს უმადური შვილები - არსებობენ სულელი მშობლები, რომლებიც შვილებისგან მადლიერებას ელოდებიან.


5. ნუ ამბობ ამდაგვარ ფრაზებს: „შენს ასაკში...“, „ყველაზე საუკეთესო წლები მოგიძღვენი“, „მე უფროსი ვარ, ამიტომ უკეთესად ვიცი...“. ეს აუტანელია!


6. თუ გეყოლება შვილიშვილები, დაჟინებით ნუ მოითხოვ, რომ მათ მოგმართონ სახელით, და არა ბებიათი. ეს სისულელეა.


 

სრული ვერსიის ნახვა trend.ge