"ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ ქართველ ახალგაზრდებს არ ყოფნით კომპეტენცია"

  • newpress.ge
  • 10 თებერვალი 16:54

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველ ახალგაზრდებს არ ყოფნით კომპეტენცია, რომ ეს ადგილები დაიკავონ  - განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გენადი  მარგველაშვილმა ჟურნალისტებთამ საუბარში. 

"სამომავლოდ, შრომის ბაზარი რომ ათვისებული იყოს ქართველების მიერ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველ ახალგაზრდებს არ ყოფნით კომპეტენცია, რომ ეს ადგილები დაიკავონ და ეს არ არის მათი ბრალი, ეს არის იმ გაუმართავი სისტემის ბრალია, რომელიც გვაქვს. სისტემა, რაც უნდა ვისაუბროთ, გამართული ვერ გახდება,  თუ მას შესაბამისი მატერიალური ბაზა არ ექნა,  მე ვსაუბრობ ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაიზარდოს განათლების მიმართულებით", -განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.  


მისი თქმით, განათლების ბიუჯეტის სამჯერ გაზრდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს მდგომარეობას.


"მთლიანი შიდა პროდუქტის 2, 3 % იხარჯება განათლების სფეროში, რაც ძალიან ცოტაა. ეს იმაზე ცოტაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. პრემიერ მინისტრმა იყალთოს შეხვედრაზე განახცადა, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის რომ განათლების სფეროს დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ციფრზე გავიდეს, რაც არსებული ბიუჯეტის სამჯერ გაზრდას ნიშნავს, რაც თუ განხორცილდება,  ძალიან გაუმჯობესებს განათლების ხარისხს"- აღნიშნა მან.


გენადი მარგველაშვილის თქმით, სკოლებში სწავლების ხარისხი თუ არ გაუმჯობესდა, მაშინ მხოლოდ გამოცდების გაუქმებას არ ეთანხმება.

სრული ვერსიის ნახვა newpress.ge