ლიეჟში პოლიციამ დათა ახალია და უდესიანი დააკავა?

  • 10 თებერვალი 14:18

ქართველი ემიგრანტის ბექა გოგოსაშვილის ინფორმაციით, გუშინ ბელგიის ქალაქ ლიეჟში სამართალდამცველებმა გია უდესიანი და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას ფეისბუქმომხმარებელი ბექა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


"გუშინ ღამე პოლიცია ორი ბუსიკით შევარდა პრიმარკის პარკინგზე. დათა ახალაია და უდესიანი აიყვანეს. ჩვენ აქეთ ვიდექით და მერე ბიჭებმა მითხრეს შავი სპეცნაზიც ყავდათ გარეთ რესტორანთანო და კიდე ორი ქართველი დაიჭირესო. მთელი ღამე ვირბინეთ, არავინ არაფერს არ იძახის. აქ ლიეჟში არ გააჩერებდნენ მაგათ და ბრიუსელში წაიყვანდნენ. ვინც ხართ ბრიუსელში იქნებ გაარკვიოთ რამე. ჩვენ აქ ვარკვევთ", - წერს ბექა გოგოსაშვილი.



ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც გაემგზავრნენ. ბათუმის ორგანიზაციიდან რამდენიმე ლიდერმა და მხარდამჭერმა სარფის საზღვარი გვიან ღამით გადაკვეთეს.



ისინი აცხადებენ, რომ ემიგრანტებთან შეხვედრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც საუბარი იქნება სამომავლო გეგმაზე და აჭარის ალტერნატიულ მთავრობაზეც.