„დონ ჟუანი“ აქტიურობს!..

  • თბილისელები
  • 10 თებერვალი 11:20

როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომ მამაკაცს მოეწონა? ერთი შეხედვით, მამაკაცის არსენალი, როცა საქმე საინტერესო ქალს ეხება, მწირია და მარტივი. საკმარისია, ქალმა გაუღიმოს, რომ ფარშევანგივით „შლის კუდს“.

ახდენს თავისი ძალის, სტატუსის, მნიშვნელობის დემონსტრირებას. ანუ, ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ არის. დააკვირდით მისი საუბრის მანერას. თუკი იწყებს საუბარს იმაზე, როგორი წარმატებულია სამსახურში; როგორი მაგარი მანქანა ჰყავს; როგორ არ უჭირს საქმეების მოკვარახჭინება, იცოდეთ, ტყავში ძვრება, თავი რომ მოგაწონოთ... ამ დროს აუცილებლად შეისწორებს პერანგის საყელოს, ქამარს, თმას. ახლა უკვე თქვენი ჯერია. „დონ ჟუანი“ სცენაზეა და აქტიურობს. თქვენი გადასაწყვეტია, რას დაუპირისპირებთ. მაგალითად, ბევრი მამაკაცი პირდაპირ დნება, როცა ქალი ფეხს ფეხზე გადაიდებს და მუხლისთავს გამოაჩენს.


მთავარია, „დონ ჟუანი“ არ გააწბილოთ და უკან არ გააბრუნოთ. ეთამაშეთ მას ყველა დასაშვები მეთოდით. მერე უკვე მიხვდებით, რამდენად სერიოზულია ეს ადამიანი თქვენთვის. თავიდანვე აიღეთ ხელში ურთიერთობის მართვის სადავეები. ამით მხოლოდ მოიგებთ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ნებისმიერი მამაკაცის მოთოკვა და მორჯულება შეიძლება. მთავარია, სწორად მიუდგეთ მას. სწორად შეარჩიოთ ურთიერთობის ფორმა... დე, იაქტიუროს. ამით უკეთესად გამოავლენს საკუთარ ბუნებას და უკეთ გაგაცნობთ თავს. ზოგიერთი ქალი ფრთხება, როცა „დონ ჟუანი“ აქტიურობს, არადა, ისინი სულაც არ არიან საშიშნი, თუკი ბრმად არ ჩაუვარდებით ხახაში.

წყარო: თბილისელები