ბრაზილიაში საფეხბურთო ბაზაზე ხანძარს 10 ფეხბურთელი ემსხვერპლა

  • რეზონანსი
  • 8 თებერვალი 16:24

ერთ-ერთი უდიდესი ბრაზილიური კლუბის "ფლამენგოს" საწვრთნელ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ცეცხლი ბრაზილიის დროით 05:10 საათზე გაჩნდა და მის ჩაქრობას 2 საათი მოანდომეს.

ჯერჯერობით გარდაცვლილთა იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა ამ დროს ბაზაზე იმ 14-დან 17 წლამდე ფეხბურთელებს ეძინათ, რომლებიც "ფლამენგოს" ბაზაზე ცხოვრობენ.

ბრაზილიური გრანდის ბაზას რეაბილიტიაცია 2 თვის წინ ჩაუტარდა.

წყარო: რეზონანსი