ჰოსპიტალთან მანქანიდან ცხედარი გადმოაგდეს - უახლესი დეტალები პოლონეთში მოკლული ქართველის შესახებ

  • რეზონანსი
  • 7 თებერვალი 13:24

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

ამ ეტაპზე პოლიცია ავტომობილში მყოფი პირების ვინაობის და 45 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ცდილობს. გამორიცხული არ არის, რომ ავტომობილში მყოფი პირებიც უცხოელები იყვნენ“, - ამის შესახებ პოლონური გამოცემა „Dorzeczy“ წერს.


გამოცემის ცნობითვე, გასული ღამეს, ვარშავის ერთ-ერთ ჰოსპიტალთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც დაუდგენელმა პირებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადმოაგდეს.


ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით.


„ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება. პროკურატურის თანამშრომლებმა ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა მარცინ სადუშმა.

წყარო: რეზონანსი