როგორ მოქმედებს სიყვარული ადამიანზე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

  • თბილისელები
  • 6 თებერვალი 16:16

ადამიანს სიყვარული რადიკალურად ცვლის. მაგრამ ეს გრძნობა ზოგს უკეთესობისკენ, ზოგსაც სტრესისკენ უბიძგებს.

ეს ყველაფერი კი ჩვენს ცხოვრებაში ერთგვარი „კარმული გაკვეთილია” პიროვნული განვითარებისთვის ხელშესაწყობად. როგორ მოქმედებს სიყვარული ადამიანებზე და ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ვინ როგორი ხდება შეყვარებულობისას, ამას ქვემოთ წაიკითხავთ:
ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი: შეყვარებულობისას ისინი ძალების მოზღვავებას გრძნობენ. მათ შეუძლიათ, „მთები გადადგან” სიყვარულის გამო. არიან საოცრად რომანტიკულები და საყვარელ ადამიანებს სიურპრიზებით ანებივრებენ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ცეცხლს შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ, აუცილებელია, პარტნიორმა მუდმივად ტონუსში ამყოფოს ამ სტიქიის ქვეშ დაბადებული შეყვარებული, თორემ ის აუცილებლად იწყებს სხვა, უფრო დამაინტრიგებელი ურთიერთობის ძიებას.
წყლის ნიშნები – კირჩხიბი, მორიელი, თევზები. მათ ღრმად, ემოციურად და გასაოცარი ინტენსიურობით უყვართ. ისინი ყოველთვის ეჭვიანები არიან საყვარელი ადამიანის მიმართ და ნაკლებად ღალატობენ თავად. განსაკუთრებით ამ მხრივ მორიელი გამოირჩევა. წყლის სტიქიის ნიშნები სიყვარულში მიჯაჭვულობას ავლენენ. შესაბამისად, უყვართ ხანგრძლივად და ხშირად საკმაოდ მტკივნეულიც კია მათთვის ასეთი ემოციები.
მიწის სტიქიის ნიშნები – კურო, ქალწული, თხის რქა. ისინი სიყვარულშიც ისეთივე პრაქტიკულობას ავლენენ, როგორც სხვა ყველაფერში. მათი გრძნობები ნელ-ნელა „იქოქება”. სამაგიეროდ, პარტნიორი უყვართ გააზრებულად და სტაბილურად. ისინი იშვიათად კარგავენ თავს სიყვარულის გამო და ყოველთვის მზად არიან ჯანსაღი ურთიერთობებისთვის.
ჰაერის სტიქიის ნიშნები – ტყუპები, მერწყული, სასწორი. მათ თავქარიანობა ახასიათებთ სიყვარულში და მარტივად ინაცვლებენ ერთი პარტნიორიდან მეორეზე. იმიტომ რომ, ჰაერის ნიშანს მრავალფეროვნება იზიდავს. შესაბამისად, თუკი პარტნიორი მოსაწყენი და მონოტონურია, ის ადვილად ჰბეზრდებათ. სიყვარულში არამდგრადობა, ჰაერის ნიშნის ბევრი წარმომადგენლისთვის დამახასიათებელი თვისებაა.

წყარო: თბილისელები