"საუბარი იყო რუსების მიერ შეკვეთილ მკვლელობაზე"

  • სარკე
  • 6 თებერვალი 14:31

პოლკონიკ ქალს, დოდო გუგეშაშვილს, წარსულში მხედრიონელად ცნობილს, ერთი წლის წინ, 2018 წლის 7 თებერვალს, დიდი ტრაგედია დაატყდა თავს - მას ერთადერთი ვაჟი თვალწინ მოუკლეს.

 

მკვლელობა თბილისში დიღმის მასივში მოხდა. მკვლელმა დედაშვილს მათ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა. დოდო გუგეშავილი დარწმუნებიულია, რომ მათ დაქირავებული მკვლელი, ე.წ. ქლერი, დაესხა თავს, რომლის ერთადერთი მიზანიც ოჯახის ამოხოცვა იყო.


- ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც განახორციელა ქილერმა. ოჯახის ამოწყვეტა იყო გამიზნული, მე სასწაულებრივად გადავრჩი. ალბათ იმიტომ დავრჩი, რომ საგამოძიებო ორგანოებთან ერთად ვიპოვო მკვლელი.


- ვისზე გაქვთ ეჭვი, ვინ შეიძლება იყოს პირი ან პირები, რომელთაც თქვენი ოჯახის ამოხოცვა სურდათ?


- აი, ეს რო ვიცოდე, მაშინ უფრო მარტივი იქნებოდა პოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუდმივად მაქვს კომუნიკაცია. ჯერჯერობით არაფერია გარდა იმ ვერსიისსა, რომელიც ერთ-ერთმა პატიმარმა განუცხადა ჩემს ადვოკატს. საუბარი იყო რუსების მიერ შეკვეთილ მკვლელობაზე, რაც ამ პატიმარს თავის დროზე თურქეთში დაავალეს. როგორც თვითონ ყვება, ორჯერ შესთავაზეს ჩვემი მოკვლა, მაგრამ ორივეჯერ უარი უთხრა. ამას მტკიცებულებით ფორმაში ვერ ვამბობ, მე ვაჯერებ იმ ინფორმაციას, რომელიც თქვა ერთ-ერთმა პატიმარმა. ის საგამოძებო ორგანომ უკვე დაკითხა.


სტატიის სრული ვერსიის წაკითხცვა შეგიძიათ ჟურნალ "სარკის" დღევანდელ გამოცემაში.


 

წყარო: სარკე