ქალის ბედნიერება არის კაცი რომელსაც უყვარხარ და შვილი

  • სარკე
  • 6 თებერვალი 13:59

მომღერალი ნინი ადურაშვილი, რომელიც კარგა ხანია ტელეწამყვანის ამპულასაც ითავსებს, ყოველთვის უზადოდ გამოიყურება - სცენაზეც და ეკრანზეც. 

ნინიმ ქალის ბენიერების გასაღებზე და ეკრანს მიღმა მის ყოფაზე ჟურნალ "სარკესთან" ისუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.


- ქალის ბედნიერების გასაღები არის ოჯახი - მე ასე მგონია. მართალია ვამბობთ, ქალები წარმატებული ვართ კარიერაში, ბედნიერები ვართო, მაგრამ მეორე ნახევარი როდესაც გყავს გვერდით, კაცი, რომელსაც უყვარხარ და შვილი, რომელიც ყველაზე მთავრია ამ ცხოვრებაში, ეს არის ბედნიერება.


- ეკრანს მიღმა როგორი ხართ?


- მაინც სულ დაკავებული


- შინაგანად?


- მაქვს ხოლმე მელანქოლიური მომენტები, მაგრამ ამ ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ და ვცდილობ, უფრო მეტად მოვმართო ჩემი თავი, არ მოვეშვა, არ დავიღალო. ხშირად ვიღლები და ხანდახან მიფიქრია, რომ არა, აღარ მინდა, მეზარება, მაგრამ იმდენად დიდი სამეგობრო წრე მყავს, ჩემს ოჯახში იმდენად ბევრნი ვართ, ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს და მაბედნიერებს. შინაგანად ეკრანს მიღმა ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ნებისმიერი ადამიანი - პრობლემებით, განცდებით, წყენით, სიყვარულით და ა. შ. 


 - ქალის გარეგნობაში ყველაზე მნიშვნელოვანი  რა არის?


- არ ვთვლი, რომ იდეალურია, როცა ქალი მაინცდამაინც ჰგავს მონიკა ბელუჩის. ვფიქრობ ინდივიდუალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია... სამწუხაროდ, ბოლო დროს მოდაში შემოვიდა, რომ ტუჩი უნდა გქონდეს დაბერილი, ცხვირი პატრა, თვალის კიდეები - აწეული და ამ მოდამ ძალიან ბევრი ქალი დაამსგავსა ერთმანეთს. მომწონს როცა ქალი არის ინდივიდუალური


- სარკიდან ვინ გიმზერთ?


- ჩემი თავი - ხან დაღლილი, ხან ბედნიერი, ხანაც სევდიანი, მაგრამ ყოველთვის მოტივირებული, არასოდეს ყურებჩამოყრილი, არის ხოლმე მომენტები, როდესაც ვარ ხოლმე მელანქოლიურ განწყობაზე. ეს ადამიანური ამბავია და ყველას გვაქვს ასეთი წუტები. არასოდეს მიმზერს სარკიდან უიმედო და ფარხმალდაყრილი ნინი. ყოველთვის ვარ აქტიური, მიზანსწრაფული.


 

წყარო: სარკე