როგორ თარსავს ადამიანი გაუაზრებლად საკუთარ ბედისწერას

  • თბილისელები
  • 6 თებერვალი 11:27

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს დაღმავალი პერიოდები.

ამას ასტროლოგები კარმული ჩავარდნის ეტაპებს უწოდებენ. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ეტაპები, როცა ადამიანი მოჭარბებულ ენერგიას და იღბლიანობას მეტად შეიგრძნობს. სწორედ ამიტომ, უნდა დააკვირდეს ადამიანი, ცხოვრების რომელ ეტაპს გადის, როდის უნდა იყოს მეტად ფრთხილი და წინდახედული, როდის გაუმართლებს და რა უნდა გაითვალისწინოს, რომ იღბლიანი იყოს. ასე რომ, უნდა იცოდეთ, როდის დგება თქვენთვის შედარებით იღბლიანი და უიღბლო პერიოდები და რა უნდა მოიმოქმედოთ ამ დროს, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ან პირიქით, არ გადადგათ სარისკო ნაბიჯები, რომ წაგებულები არ დარჩეთ. როდის უნდა გაიაზროთ თითოეული სიტყვა და ქცევა, რომ პროგრამაში უარყოფითი კოდი არ ჩადოთ – არ დააპროგრამოთ ცუდისკენ საკუთარი ბედი და იღბალი.
კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანს უჩნდება სურვილი, გამუდმებით იწუწუნოს ბედზე, საკუთარი დაბადების დღე წყევლოს, ინატროს სიკვდილი და ასე შემდეგ. ეს გაუაზრებლად ხდება და ადამიანი ასეთი საქციელით, ქვეცნობიერ დონეზე თარსავს საკუთარ ბედ-იღბალს. როცა ადამიანისთვის წარუმატებელი დღეები დგას, ამ დროს ძნელია, აკონტროლო სიტყვა, აზრი თუ ქცევა, მაგრამ თუ იცი, რომ ამ გაუაზრებელ ქმედებებს არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება, მაშინ თავს შეიკავებ. გახსოვდეთ, რომ დაუფიქრებელი ნათქვამი უფრო ხშირად გვიხდება, ვიდრე გააზრებული. ამიტომ, სურვილებიც უნდა ვაკონტროლოთ, თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე.
კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანებს სპეციალური თილისმები შველის. მთავარია, ის რწმენით ატაროთ და შედეგიც არ დააყოვნებს. მაგალითად, ჩვეულებრივი „ბულავკა” კარმული ჩავარდნის პერიოდში კარგი და საიმედო დამცავია ავი თვალისგან. ამ დროს ადამიანის ენერგეტიკა დასუსტებულია და შესაბამისად, ადვილად ხვდება არასასურველი შედეგის მსხვერპლი. ის, ასევე, კარგი თილისმაა წარმატებისა და ბარაქისთვის. ოღონდ, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არ გაიხსნას და სულ შეკრული ატაროთ. თუ გასათხოვარი ხართ, ის ჩანთის სარჩულზე, ან მაგალითად, კაბის კალთაზე მიამაგრეთ, ისე რომ, არ ჩანდეს. პლატინის ქინძისთავის ტარება, კარგია თანამდებობის პირის ან ბიზნესმენისთვის. ასეთ ადამიანებს ის ეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. ხელს უწყობს, იყვნენ ფრთხილი და წინდახედული საქმიან პარტნიორებთან და სწორი, სასარგებლო არჩევანი გაკეთონ. სხვათა შორის, პლატინის ქინძისთავის ტარება ადამიანებს მეექვსე გრძნობას უვითარებს და ექსტრემალური სიტუაციებისგან იცავს.

წყარო: თბილისელები