"ჩემი გარეგნობა ვისკიმ შემინახა"

  • სარკე
  • 5 თებერვალი 18:00

რამდენიმე თვის წინ მერაბ სეფაშვილი დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა.

ამ ცვლილებამ მომღერალი ისე გააახალგაზრდავა, რომ ხმა გავარდა, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სახე გადაიჭიმაო.


მერაბმა "სარკესთან" ისაუბრა.


– თქვენმა შეცვლილმა ვიზუალმა, ახალმა ვარცხნილობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ცნობილია, რომ ადრე თმა გადაინერგეთ, მაგრამ ასეთი შედეგი მაშინ არ გქონიათ. ახლა რისი დამსახურებაა თქვენი ხშირი ქოჩორი?


– სცენის ესთეტიკა მოითხოვს რაღაცებს. აქამდე ორჯერ ჩავიტარე თმის გადანერგვის პროცედურა, მაგრამ ასეთი ეფექტი არ მოუცია. ეს პროცედურა ისრაელში გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ.


– როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს ოჯახს, როცა ასეთი თმით გიხილეს?


– თავიდან, მეც რომ ვიხედებოდი სარკეში, ვიბნეოდი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახსაც რამდენიმე დღე უჭირდა ამ სიახლის აღქმა, მაგრამ დღეს ყველას მოსწონს. როგორც იქნა, მივიღე ის შედეგი, რაც ყოველთვის მინდოდა.


– ამბობენ, სახის პლასტიკაც გაიკეთაო.


– არა, ეს მორიგი ჭორია. ჩემი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა. დედაჩემი 80 წლის ხდება და ძალიან კარგად გამოიყურება. ხანდახან ვხუმრობ კიდეც, ვისკიმ შემინახა ასე ახალგაზრდულად-მეთქი, რადგან ვისკი მიყვარს.

წყარო: სარკე