"შავი პრინცის" ბოლო ინტერვიუ - „წარმოუდგენელი სინანული მექნებოდა გადაცემის ჩაწერა, რომ გადამედო“

  • რეზონანსი
  • 5 თებერვალი 15:33

რეპერი აკაკი ბაბუნაშვილი იგივე "შავი პრინცი", 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარსობა გახდა.

მისი ბოლო ინტერვიუ ხვალ, გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" უნდა გავიდეს.


"წარმოუდგენელი სინანული მექნებოდა ამ გადაცემის ჩაწერა რომ გადამედო. დაგვირეკა და გვითხრა, რომ ახალი კლიპის პრემიერისთვის „ნანუკას შოუს" ეთერი უნდოდა. არცერთი წუთი არ მიფიქრია დავთანხმებოდი ადამიანს, რომელმაც ბნელ 90-ებში ნათელი სხივები შეიტანა. პრინცთან ბოლო შეხვედრა იქნება ხვალ, "ნანუკას შოუში", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემის ოფიციალურ გვერდზე.


 

წყარო: რეზონანსი