მამაკაცები ასეთ ქალებს ერიდებიან

  • თბილისელები
  • 5 თებერვალი 14:18

არ არსებობს იდეალური ადამიანი, შესაბამისად, არც სრულყოფილი ქალი და არც სრულყოფილი მამაკაცი.

მიუხედავად ამისა, ქალებს მაინც სჭირდებათ „თამაში“ მამაკაცის წინაშე, რათა გააოცონ და შეიქმნან იმიჯი, რომლითაც მათ გულს მოინადირებენ. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამით ხშირად პოტენციურ პარტნიორს აფრთხობენ. დიახ, ნამდვილად არსებობენ ქალები, რომელთაც მამაკაცები საფრთხობელასავით გაურბიან.


* სუპერძლიერი ქალი – ასეთი ქალები მამაკაცებს ნამდვილად აფრთხობენ. კაცის თვალში ქალი უნდა იყოს ნაზი, მოკრძალებული. ეტყობოდეს ქალურობა. სუსტი სქესის არაამქვეყნიური ფიზიკური ძალა კაცს თრგუნავს და თავს უსუსურად აგრძნობინებს. ამიტომ, ასეთი ქალებისგან მამაკაცები საკმაოდ დიდ დისტანციას იჭერენ;


* სულელი – სულელი ქალი არცერთ მამაკაცს არ მოსწონს, მასთან ურთიერთობა, უბრალოდ, უინტერესოა. თუმცა, მსუბუქი სიშტერე ურთიერთობის პირველ ეტაპზე ჭრის;


* ბავშვი – ზედმეტი ბავშვურობა მამაკცებისთვის მიუღებელია. ბავშვური გოგო ცოტა უცნაურია, ასეთ ქალს სერიოზულად არცერთი კაცი არ აღიქვამს;


* წუწუნა ქალთან ერთად ყოფნა ყველასთვის დამღლელია. მით უმეტეს, კაცებისთვის და ისინი ყოველთვის გაურბიან ასეთ მანდილოსნებს. მამაკაცისთვის, ასევე, რთულად ასატანია მტირალა ქალი. ყველაფერზე ტირილი კაცის თვალში ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს;


* სიმდიდრის მაძიებელი – ასეთი ქალი მამაკაცისთვის ყველაზე უინტერესოა. მხოლოდ ფულზე ორიენტირებული სუსტი სქესის წარმომადგენელი მიუღებელია ნებისმიერი მამაკაცისთვის. თუმცა, როცა ქალი ახერხებს, შენიღბოს პარტნიორთან დაახლოების ჭეშმარიტი მიზეზი, მამაკაცი მაინც ებმება;


* ფლირტის მოყვარული – მსგავსი ტიპის ქალებს კაცები მხოლოდ გართობისთვის იყენებენ, ისიც ერთჯერადად. თუ არ გინდათ, ასეთი ურთიერთობის მსხვერპლი გახდეთ, მაშინ შეიცვალეთ ქცევის წესები;


* ზედმეტად გადაპრანჭული და მეოცნებე ქალები კაცის თვალში არასერიოზულობის შთაბეჭდილებას ქმნიან და სასაცილო ხდებიან. ყველაფერი ზომიერადაა კარგი. ნუ ეცდებით, გააკეთოთ რაიმე განსაკუთრებული და არაორდინარული.

წყარო: თბილისელები