მეტრო ,,წერეთელი" დროებით დაიკეტა

  • pia.ge
  • 5 თებერვალი 13:00

მეტროსადგურ „წერეთელის" ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო სადგური დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

,,საბურთალოს ხაზზე სხვა სადგურებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მატარებლები დროებით არ გაჩერდება აღნიშნულ სადგურზე.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრთა მიღებას განაახლებს.

სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge