"ძალიან სევდიანი იყო, გულჩათხრობილი, ბავშვივით უხაროდა სიმღერის პრემიერა"

  • რეზონანსი
  • 5 თებერვალი 11:08

ჟურნალისტი მირიან ჯეჯელავა, შავი პრინცის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

ხანგრძლივი პაუზის მერე, ახალი სიმღერით მოგვადგა რადიოში. რეზო კაკულიას უდიდსი ხელშეწყობით მოხდა მისი რეინკარნაცია. ფაქტობრივად დააძალა სტუდიაში შესვლა და სიმღერის ჩაწერა.


ეთერში რომ ვკითხე, ამდენი ხანი რატომ არ ჩანდი, სად გაქრი-თქო, დეპრესია მქონდაო. ვერ გავუძელი ცხოვრების დარტყმებსო. ძალიან სევდიანი იყო, გულჩათხრობილი, თან ნერვიულობდა, მაგრამ პატარა ბავშვივით უხაროდა ახალი სიმღერის პრემიერა. რაღაცებზე ვიცინეთ კიდეც და პირობა დადო, "მოვიხოდები" და ახალი სიმღერებით გავანებივრებ მსმენელსო. შეასრულა კიდეც. დღეს კი გაფრინდა..."

წყარო: რეზონანსი