ამერიკის საზღვაო ფლოტი რობოტი გემებით გაძლიერდება

  • რეზონანსი
  • 4 თებერვალი 14:24

სამხედრო სფეროში ეს ახალი მიმართულებაა.

ეს არის მეხუთე-მეექვსე ტიპის ომის თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, - საუბარია რობოტიზაციის სამხედროების გამოყენებაზე, რომელზეც მუშაობს, როგორც ამერიკა, ისე რუსეთის ფედერაცია. კვლევებს უერთდება ჩინეთიც.


„საუბარია იმაზე, რომ რობოტი სამხედროები ჩაერთვებიან სამხედრო ოპერაციებში, ეს ფანტაქსტიკას არ წარმოადგენს. 50-70 წლის შემდეგ, ეს საკითხი რეალური გახდება," - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.


ამერიკის საზღვაო ფლოტი ახალი მეოთხე კლასის რობოტებით შეიცვლება. აშშ-ის საზღვაო ფლოტის განვითარების ერთ-ერთ ვარიანტად ხომალდებისა და მართვის ეკიპაჟის შემცირება წარმოადგენს, - ამის შესახებ ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ადმინისტრაციის N96- ის საზღვაო ძალების ადმინისტრაციის ხელმძღვანელ რონალდ ბოქსოლზე დაყრდნობით წერს.


მისი განცხადებით, ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს ახალი კონცეფციის რეალიზებას, - საზღვაო ოპერაციების ჩასატარებლად რუსეთის და ჩინეთის ექსპანსიის წინააღმდეგ. ასევე ეს კონცეფცია საშუალებას მისცემს ამერიკულ გემებს მუდმივად იმყოფებოდნენ მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში.


სამომავლოდ ამერიკა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს საზღვაო ფლოტის განვითარების კუთხით, - შემცირდება ეკიპაჟისა და გემების რაოდენობა, ასევე გაიზრდება რობოტების რაოდენობა, რომელიც ერთი მიმართულებით იმუშავებს, რაც ამერიკის ფლოტის შესაძლებლობას გაზრდის. ამასთანავე ფიქრობენ, რომ რობოტების გაზრდა ხელს შეუწყობს ფლოტის ხარჯების შემცირებასაც.

წყარო: რეზონანსი