რატომ დაიკრა თამო ვაშალომიძემ სხეულის ინტიმურ ადგილებზე ხინკლები

  • თბილისელები
  • 4 თებერვალი 13:50

ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ ახალი ფოტოები გადაიღო: ჯერ სხეულის ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა, ხოლო შემდეგ გუდაურში თოვლში შიშველმა, ტანგის ამარა იპოზიორა.

მოდელი იმ რეაქციებზე საუბრობს, რაც მის ფოტოს მოჰყვა:


"ცოტა ხნის წინ გავიგე კვერცხისა და ხინკლის შეჯიბრის ამბავი. რამდენიმე მოდელმა გადაიღო ფოტო, სადაც მკერდზე და ინტიმურ ადგილებზე კვერცხები ჰქონდათ აფარებული. უცებ დამარტყა თავში: მოდი, დავეხმარები ხინკალს, რომ კვერცხს აჯობოს-მეთქი. მიწერდნენ: ქართული ტრადიციები შევურაცხყავიო, გავილანძღე. ამაზე არც მიფიქრია. მგონი, რაც მე ხინკლის ფოტო დავდე, მას მერე გახდა პოპულარული, თორემ ვის ახსოვდა. იმდენი ვიწვალეთ, გაყინული ხინკალი უნდა დაგვეწებებინა ლიფზე, ტრუსზე. თან რომ დნებოდა, წვენი ჩამოსდიოდა. ზოგს ეგონა, რომ ხინკლები ფოტოშოპით გადავამრავლე, არადა ყველა მაქვს დაწებებული. თან, მთლად შიშველ ტანზე არ დამიწებებია. ვიცოდი, რომ არ იტყოდნენ: უი, რა კარგი რამ გააკეთეო, მაგრამ ასეთი აგრესია თუ იქნებოდა, არ მეგონა. ყველაფერი გადავფარე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თაგავენ: ეს გოგო დაარეპორტეთ, დაბლოკეთო. ჩემი მეგობრები მიგზავნიდნენ გაგიჟებულები – გწყევლიან, ბავშვი წაართვით, დედობის უფლება ჩამოართვითო. უკვე ხინკალთან ვასოცირდები, კაცები ლუდს რომ სვამენ, რომ ხარშავენ. ყველაზე მეტად იმ კომენტარებზე გავბრაზდი, რომელშიც ბავშვი ახსენეს – ერთადერთი რასაც არავის ვაპატიებ, არც ჟურნალსიტებს და არც არავის, ეს ბავშვის თემაა. ზედმეტი ასო-ბგერა არ უნდა თქვან. შემიძლია ამაზე შეურაცხადი გავხდე, ყველანაირ გინებას მივმართო ანბანის ყველა ასოს გამოყენებით", - ამბობს თამო ვაშალომიძე.


 

წყარო: თბილისელები