მოსკოვის ცენტრში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

  • pia.ge
  • 4 თებერვალი 10:03

მოსკოვის ცენტრში,ნიკიტსკის ბულვართან მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

სამაშველო სამსახურმა საცხოვრებელი კორპუსიდან 42 ადამიანი გამოიყვანა.


რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი სახლის მეოთხე და მეხუთე სართულებზე და 2 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.


აღნიშნული სახლი 1912 წელსა ააშენეს და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს განეკუთვნება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge