ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა

  • 1 თებერვალი 16:31, 2019 წელი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საკუთარი ძმის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

გამოძიება უწყებამ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო. ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია.